ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

AutoSharing Option
29 წლის თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა, - ამის შესახებ ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ქუთაისის "ტორპედო" კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნიკა კაჭარავამ დატოვა. ჩვენ მადლობას ვუხდით ნიკას გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში".

კაჭარავა "ტორპედოში" ამა წლის 11 თებერვალს გადავიდა და მას შემდეგ გუნდში 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ადრე "ტორპედო" როინ კვასხვაძემ, ლევან გეგეჭკორმა და გიორგი ქიმაძემ დატოვეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტორპედო დატოვა მე შენ გეტყვი ბუნდესლიგაში მიდის
მე
27 მაისი 2023 06:34
1
მიქაუტაძის და ბუდუს გამოჩენამდე 3-4 წლის წინ როგორ გვიჭირდა შეტევაში,რომ ეს და ქვილითაია იყვნენ ნაკრების ძირითადის ფორვარდები...
მეზღვაური
26 მაისი 2023 23:19
4
ხვიჩასთან ერთად ქვილითაია არანაკლებ შედეგს დადებს ნაკრებში მაგრამ როდესაც ის პირველ ფირვარდად ითბლებოდა კვარა არ გვყავდა,დაბრუნდება ქვილითაია და ნახავთ მათზე ნაკლები შედეგი თუ დადო,მისი სტილის ფორვარდი ისედაც გვჭირდება მრავალფეროვნებისთვის,მაღალ ბურთებზე ის ყველას ჯობია და არ დაიწყოთ ეხლა უაზრობების წერა
MARGALONA
27 მაისი 2023 17:32
1
....და კიდევ პრეტენზია რომ გვქონდა, რატომ ვერ იგებენო, თუ ძმა ხარ, რა დროს კაჭარავა და ქვილითაიაა, ისეთი ლომები გვყავს ახლა. რა სწორად აღნიშნე.
ბმბ
27 მაისი 2023 12:35
1

სიახლეები პოპულარული