ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავითაშვილის "ბორდომ" წააგო, მიქაუტაძის "მეცმა" მოიგო და 2 ივნისს დრამატული ფინიში გველის

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლოსწინა, 37-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ანსისთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ „სოშოს“ 1:0 სძლია. დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა, მიქაუტაძემ კი 90+2-მდე. ორივე ძალიან აქტიური იყო, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ამჯერად გატანა ვერ შეძლეს.

72 ქულით ლიდერი „ჰავრია“, რომელმაც დღეს კორსიკაზე „ბასტიასთან“ 89-ე წუთზე გატანილი გოლით ფრეს მიაღწია (1:1), 69-69 ქულა „მეცსა“ და „ბორდოს“ აქვთ, თუმცა მიქაუტაძის გუნდი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზეა.

Sportall.Ge

2 ივნისს, ბოლო ტურში, „ბორდო“ „როდეზს“, „მეცი“ „ბასტიას“, „ჰავრი“ კი „დიჟონს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ
დე სპორტსი“

ანსი - ბორდო 1:0
გოლი: პაიო (9)

მონბელიარი. „ოგიუსტ ბონალი“
სოშო - მეცი 0:1
გოლი: საბალი (49)
გაძევება: ალვერო (62, სოშო)