ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ძიუბა: სლუცკი სანტექნიკოსია, ხვიჩა - ბრილიანტი... დღემდე მადლობას ვეუბნები საფეხბურთო ღმერთს, რომ კვარაცხელია...

AutoSharing Option
ერთ-ერთ იუმორისტულ რუსულ Youtube არხზე არტიომ ძიუბა, ალექსანდრ სამედოვი და ლეონიდ სლუცკი საუბრობდნენ, რა დროსაც ძიუბამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.

მან ქართველ ფეხბურთელს ბრილიანტი, სლუცკის კი სანტექნიკოსი უწოდა.

"დღემდე მადლობას ვეუბნები საფეხბურთო ღმერთს, რომ ხვიჩა, ეს ბრილიანტი, "რუბინიდან" წავიდა. შეუძლებელია, სანტექნიკოსმა ალმასზე მუშაობა შეძლოს.

მხოლოდ ლეონიდ ვიქტოროვიჩს მიაჩნია, რომ გზა "ნაპოლისკენ" ხვიჩას მან მისცა. მას ასევე მიაჩნია, რომ "რუბინი" რუსეთის უმაღლესი დივიზიონიდან არა მის გამო გავარდა, არამედ დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ", - თქვა ძიუბამ.
ასევე დაგაინტერესებთ