ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ამ სამიდან ერთ-ერთი მცველი კიმს შეცვლის - ვისით გაძლიერდება "ნაპოლი"?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონ "ნაპოლიში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ცვლილება იგეგმება. დიდია შანსი, ლიდერები წავიდნენ - ოსიმენი, კიმი... სამხრეთკორეელ ცენტრალურ მცველს "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე აქტიურად უკავშირებენ. მაღალი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში რჩება და შესაბამისად, ჩვენ ნეაპოლელთა გაძლიერება ძალიან გვაინტერესებს. იტალიურ მედიაში 3 უკანახაზელს ასახელებენ, რომელთაც მინ ჯე შეიძლება შეცვალონ.

Sportall.Ge

1. ჰიროკი იტო ("შტუტგარტი"
)


დე ლაურენტისმა ღიად თქვა, რომ იაპონელი ფეხბურთელით აუცილებლად გაძლიერდება. იტო 24 წლისაა, მისმა გუნდმა ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა, რაშიც მისი წვლილიც საკმაოდ დიდია. გერმანული კლუბი 3-მცველიანი ტაქტიკით გამოდის, სადაც
ჰიროკი მარცხენა ცენტრალური მცველია. მისი სატრანსფერო ფასი 7.5 მილიონი ევროა.

Sportall.Ge

2. კო იტაკურა ("გლადბახი")

26 წლის იაპონელი "გლადბახში" გამოდის. ისიც 3-მცველიან ტაქტიკაში თამაშობს, ოღონდ მარჯვნივ. ბუნდესლიგის გასული სეზონის მიწურულს კო გააძევეს, მის გუნდს კი კარგი დროება არ ედგა. იტაკურას სატრანსფერო ფასი 12 მილიონია.

Sportall.Ge

3. დავიდ ჰანკო ("ფეიენოორდი")

სლოვაკი ცენტრალური მცველი "ფეიენოორდის" რიგებში ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა. ის 25 წლისაა და გამოცდილება არ დაეწუნება. იტალიის ჩემპიონატში, "ინტერის" შემადგენლობაში, მისი თანამემამულე მილოშ შკრინიარი წარმატებით გამოდის. დავიდის სატრანსფერო ფასი მაღალია - 20 მლნ ევრო.

altკიმი წავიდა, ზელინსკიც ჩემოდნებზეა - "ნაპოლიში" მომავალი სეზონისთვის ბევრი კითხვის ნიშანია

ასევე დაგაინტერესებთ