"ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო" - გიორგი მიქაუტაძე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი სტუმრად 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გოლები გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ მიქაუტაძემ პატარა კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ჯამში ოთხი ქულა გვაქვს ორ თამაშში და ეს ძალიან კარგია. დღეს რთული თამაში იყო, ახლა კი შოტლანდიაში უნდა ჩავიდეთ და ჯგუფის ლიდერს ვეთამაშოთ. იქაც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც დღეს ლარნაკაში ჩამოვიდა და ტრიბუნიდან გვამხნევებდა".

წყარო: Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
შეუცვლელი და ძირითადის ვინც მგონია-არიან ხვიჩა, მიქაუტაძე, კაშია( ვეტერანია, მაგრამ სამწუხაროდ ვერავინ ჯობია), მამარდა თავისი შეცდომებით,იმედია გამოასწორებს,უკეთესი მომავლის იმედით ჩაკვეტაძე, გაგნიძე, გოჩალეიშვილი,აზაროვი თუ ფიზიკურად გაძლიერდება, დანარჩენები სიტვაციურად ფორმის მიხედვით, დეფიცირი გვაქვს ცენტრში, კიტე არასტაბილური და ფიზიკურად სუსტია....
გუსანი
14:26 19-06-2023
0
შოტლანდიასაც გაუტანე და იტალიის გრანდში ხარ .
vova
18:43 18-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული