"ჩელსიმ" მენდი გაუშვა - "სტემფორდ ბრიჯზე" მას მამარდაშვილი შეცვლის?

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ჩელსის" მეკარე ედუ მენდი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ აჰლიში" განაგრძობს.

სენეგალელი კიპერის ტრანსფერი ამ კვირაში ოფიციალურად დადასტურდება და ის კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს.

ამავდროულად, ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" მენდის ყველაზე რეალური შემცვლელი და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილია.

ახლა მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ახალი მეკარე ესაჭიროება, რომელიც კეპა არისაბალაგასთან ერთად ძირითადი შემადგენლობისთვის და პირველი ნომრობისთვის იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
დარჩი გიო ვალენსიაში მამდ პირველი კაცი ხარ და ვიღაცის შემცვლელათ
არსად არ გადახვიდე
თბილისელი 777
14:12 20-06-2023
0
არავითარ შემთხვევაში მამარდ, დარჩი იქ, სადაც უყვარხართ და შენი ფასი იციან, ვალენსიაა ბოლო-ბოლო და არა ხეტაფე ან ვალიადოლიდი.
ბმბ
17:25 20-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული