ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

AS: "ვალენსიას" მამარდაშვილის სანაცვლოდ არანაირი წინადადება არ მიუღია

AutoSharing Option
ესპანური პოპულარული გამოცემა AS-ი წერს, რომ "ვალენსიას" კლუბის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

"ყველა ელოდა, რომ მას მერე, რაც "ღამურებმა" ქართველს 20 მილიონი სატრანსფერო ფასი დაადო, გუნდი ბევრ შეთავაზებას მიიღებდა, თუმცა ტელეფონს ჯერ კიდევ არ დაურეკავს.

ქართველმა ახლახან დაასრულა ახალგაზრდული ჩემპიონატი და შვებულებაში გავიდა. თუ მის მიმართ ინტერესი არ გაიღვიძებს, გიორგის მომავალ წელსაც ბარახას გუნდში თამაში მოუწევს", - წერს წყარო.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის მიმართ დაინტერესების შესახებ არაერთ გუნდზე დაიწერა. მათ შორის იყო "ინტერი", "ტოტენჰემი",
"ჩელსი", "ატლეტიკო" და სხვა.
ასევე დაგაინტერესებთ