ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველმა საბა საზონოვმა თავი კარგად წარმოაჩინა, SofaScore-მა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მისი სამსახურით ევროპის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.
საზონოვის გადაბირებას "ჰამბურგი" ცდილობდა, მაგრამ შემდეგ fussball News-მა აღნიშნა, რომ ფასის გამო ტრანსფერს ვერ განახორციელებდა, ვინაიდან საბას ხელში ჩაგდება არაერთ გუნდს სურს და განსაკუთრებით იტალიელები აქტიურობენ. თუმცა გამოცემას მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
ახლა კი tuttomercatoweb-ი იტყობინება, რომ მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელმა "სასუოლოს" ყურადღება მიიპყრო, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა, რაც, შესაძლოა, კონკრეტული გახდეს და აგრეთვე "უდინეზეს"
ინტერესიც არსებობს, თუმცა უდინური კლუბი მეორე პლანზეა.
პ.ს. იქნებ ჩაკვეტაძის ამბავიც გაგვაგებინოთ,მადლობა