ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სლოვანის" ფეხბურთელმა მეტოქეს უკბინა - ბრატისლაველებმა სახლში ვერ გაიმარჯვეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „სვიფტის“ დამარცხება ვერ შეძლო - 1:1.

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.

22-ე წუთზე კანკავასთან ბრძოლაში მასპინძელთა საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი ნუვიე წაიქცა, VAR-მა პენალტი დანიშნა და შტოლცმა ლუქსემბურგული გუნდი დააწინაურა. თუმცა მალე ვაისმა ანგარიში გაათანაბრა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის მცველმა ეკოფომ მსაჯს შესჩივლა, რომ ნახევარმცველმა კუცკამ უკბინა და ბრატისლაველი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. სლოვაკური "სპორტი" წერს, რომ კუცკამ სუარესს მიბაძა.

Sportall.Ge

შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საპასუხო მატჩი 19 ივლისს ჩატარდება.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - სვიფტი 1:1
გოლები: 0:1 შტოლცი (22, პენ), 1:1 ვაისი (25)
გაძევება: კუცკა (45+6)

ასევე დაგაინტერესებთ