"ბორდოს" 9 მილიონი ეცოტავა - გადალახავს ზურიკო ალპებს?

AutoSharing Option
girondins4ever-ი Bleu Gironde-ის ჟურნალისტის, კლემან კარპენტეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ბორდოს" ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის სამსახურით ალპებს იქით დაინტერესდნენ.

გამოცემა წერს, რომ ქართველმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავი წარმოაჩინა, მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა და რამდენიმე კლუბს და მათ შორის, იტალიურებს, მისი ხელში ჩაგდება სურს:

"ის იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ზოგიერთი კლუბი "შეტევაზე" გადმოვიდა. ქართველი ჟირონდულ გუნდში პირველივე სეზონში საკმაოდ შესამჩნევი იყო, 5 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და იტალიური კლუბების წარმომადგენლებმა მასზე დაკვირვება დაიწყეს.

ერთმა ტრანსალპიურმა გუნდმა "ბორდოს" დავითაშვილში 9 მილიონი ევრო შესთავაზა.  transfermarkt-ის მიხედვით,
ფეხბურთელის ფასი 3 მილიონია და წინადადება ძალიან მომგებიანი იყო, მაგრამ უმალ უარით გაისტუმრეს.

ჯერ კიდევ უცნობია, დიდხანს შეძლებენ თუ არა ჟირონდელები მაცდუნებელ შეთავაზებებზე წინააღმდეგობის გაწევას, რათა კლუბის პრეზიდენტ ჟერარ ლოპესის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ნაწილი დაფარონ. ამ ეტაპზე მათი  მიზანი ზურიკოს შენარჩუნება და "არასასურველებთან" დამშვიდობებაა, ვიდრე ისეთ წინადადებას არ მიიღებენ, რომელზეც უარის თქმა ძნელი იქნება".

მოკლედ, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იზრდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არაა გამორიცხული, სერია A-ში კიდევ რამდენიმე ჩვენებური ვიხილოთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სხვათა შორისც ერთერთი ის კლუბი ნაპოლიცაა ! კალჩონაპოლი24 ზე თქვეს რომ ჯერ კიდევ ევრო21 მდე აკვირდებოდნენ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებიო და ნეორე წამყვანმა დანანებით თქვა--როცა 2-3 მილიონად შეეძლოთ გადმოეყვანათ მაშინ უარი თქვესო და ეხლა 10 მილიონზე ნაკლებად ვერ გადმოიყვანენო ! არადა რა მაგარი იქნებოდა მარჯვნიდან ზურიკო მარცხნიდან კვარა და შუაში ოსიმენი ! ძალიან მაგრა ათამაშდებოდა ეს ტრიო--პირველ რიგში ფსიქოლოგოურო წნეხი არ ექნებოდაზურიკოს საუკეთესო ძმაკაცთან რომ ითამაშებდა !
zura222
02:44 14-07-2023
3
ქართველზე უმადური ერი არ არსებობს) კვიპროსთან იყო და ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლი….კოსოვოსთან გასვლაზე იყო და ბოლო წუთებზე გამარჯვებოს გოლი….ბულგარეთთან იყო და პირ ელივე წუთებზე გოლი…ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი იყო და მთელი ჰოლანდია …..ერთ ადგილზე… და გოლი გაიტანა….რა გააკეთოს ამ ბიჭმა კიდევ რომ თქვენი კრიტიკა მოიშოროს თავიდან!!!!???შეეშვით ბიჭო!!!!!უმაგრესი ფეხბურთელია!ჩვენი ოქრო!მიდი ზურიკო შეუბერე შენ გენაცვალე!გვიმრავლოს ღმერთმა შენი დონის ფეხბურთელები ჩვენს პატარა საქართველოში!
შახრუდინი
18:06 14-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული