ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
ავსტრიის თასის პირველ ეტაპზე "შტურმმა" გასვლაზე, წვიმიან ამინდში უპრობლემოდ 7:2 სძლია სამოყვარულო ლიგის "კლაგენფურტს" და მომდევნო რაუნდში გავიდა.

სტუმართა გუნდიდან მეორე გოლი მე-18 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

"შტურმი" 26 ივლისს ამხანაგურ მატჩში "სტრასბურგს" შეხვდება, 30 ივლისს კი ბუნდესლიგის პირველ ტურში ვენაში "აუსტრიას".