one football-ი იტყობინება, რომ ტრავმირებული ტიბო კურტუას შემცვლელად "რეალს" გიორგი მამარდაშვილის შეძენა სურდა, მაგრამ "ვალენსია" ტრანსფერზე არ დათანხმდა.
გამოცემის ცნობით, "რეალმა" რამდენიმე კანდიდატი შეარჩია და მათ შორის პირველი მამარდაშვილი იყო, "ღამურებს" ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, რომლის მიხედვით მზად იყვნენ ერთწლიან იჯარაში 5 მილიონი ევრო დაუყოვნებლივ გადაეხადათ, სეზონის ბოლოს კი მისი კონტრაქტი 20 მილიონზე მეტად გამოესყიდათ, თუმცა ვალენსიური კლუბის პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა ქართველის გასხვისება შეთავაზებული პირობებით არ ისურვა.
აღნიშნულია, რომ "სამეფო კლუბმა" გიორგის ყურადღება გასულ სეზონში "ვალენსიასთან" მატჩისას მიაქცია, როდესაც მან თავისი გუნდის გამარჯვებაში
(1:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა "რეალმა" "ჩელსის" კარის დარაჯის კეპა არისაბალაგას ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე აყვანა.
აღნიშნულია, რომ "სამეფო კლუბმა" გიორგის ყურადღება გასულ სეზონში "ვალენსიასთან" მატჩისას მიაქცია, როდესაც მან თავისი გუნდის გამარჯვებაში
მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა "რეალმა" "ჩელსის" კარის დარაჯის კეპა არისაბალაგას ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე აყვანა.
ერთი სიტყვით, მამარდაშვილს "რეალში" ერთი წლით პირველ მეკარედ გადასვლის შანსი ჰქონდა, რაც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა.