ლა ლიგა 2-ის მესამე ტურში 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" გასვლაზე "კარტახენასთან" გამარჯვება მოუპოვა - 1:0.
ქოჩორაშვილმა 25-ე წუთზე გაიტანა გოლი, 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 70-ეზე შეცვალეს.
"ლევანტე" ამ მომენტისთვის 7 ქულით ლიდერია და 2 სექტემბერს "ოვიედოს" უმასპინძლებს.