მიქაუტაძემ "აიაქსში" სამედიცინო შემოწმება გაიარა - შოთა არველაძემ თანამემამულე შეაქო

AutoSharing Option
"აიაქსის" ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ ამსტერდამულ გუნდში გიორგი მიქაუტაძის გადასვლის წინ ნიდერლანდურ "ტელეგრაფს" განუცხადა, რომ მისი თანამემამულე თამაშის სტილით ლუის სუარესს ჰგავს და ამაყი და აღელვებულია ტრანსფერით.

შოთას თქმით, "აიაქსს" აქვს იმის გარანტია, რომ მიქაუტაძე გოლებს გაიტანს და გულშემატკივრები არგენტინელი ტიაგო ალმადას არშემდგარი ტრანსფერის გამო იმედგაცრუებული არ უნდა დარჩნენ.

"ეკიპის" ცნობით, გიორგიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და მალე ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. "მეცი" მის სანაცვლოდ 16+3 მილიონ ევროს მიიღებს და ის ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი იქნება.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო
წერს, რომ "აიაქსი" მიქაუტაძის შეძენას უახლოეს ხანში ოფიციალურად გამოაცხადებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აგერ ნახავთ, თუ ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი არ გახდეს, ძალიან მაგარია ჩვენი ჟორჟი.
ბმბ
12:49 30-08-2023
1
ნაპოლი, ფროზინონე, ტორინო, აიაქსი, ვალენსია, უოტფორდი. ატლანტა, ეროვნული მატჩების წინ მოწინაღმდეგე გუნდის მწვრთნელები ცოტას მაინც შეშინდებიან ხოლმე
გოგა
09:59 30-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული