ოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძე "აიაქსის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"აიაქსმა" ოფიციალურად გვაუწყა, რომ "მეციდან" საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეიძინა და მას კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამელებს ჩვენებურის შეძენა 16 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც 3 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება.

მიქაუტაძე გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის შემდეგ გახდა მესამე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "აიაქსის" რიგებში ითამაშებს.

ამსტერდამელებს ხვალ ევროპის ლიგის პლეი-ოფში "ლუდოგორეცთან" განმეორებითი მატჩი ელით, სადაც გიორგი, დიდი ალბათობით, ჯერ არ იქნება და სავარაუდოდ, მისი დებიუტი 3 სექტემბერს "სიტარდთან" საშინაო ჩემპიონატის მატჩში შედგება.

ის ნიდერლანდურ გუნდში მე-19 ნომრით იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
მიუხედავად იმისა რომ საფარანგეთის ლიგა ბევრად უფრო მაღალი დონის არის ვიდრე ერედივიზიონი, მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია გიორგისთვის. აბა ძირითადი შემაგენლობა და ბერვი გოლები, მოკლედ წარმატებები!
gionat
13:26 30-08-2023
0
ძალიან სასიხარულოა ჟორჟის წარმატებული ტრანსფერი. აიქსი საუკეთესო ვარიანტია ჟორჟის გასავითარებლად. ძალიან მაგარია ჩვენი ბიჭების კარგ გუნდებში მოხვედრა. ერთდროულად ასეთ გუნდებში წარმომადგენლობა ჩვენი ბიჭების არც ყოფილა. იმედია ყველანი მოიპოვებენ ძირითადში ადგილს და დაიმკვიდრებენ თავს. ნაკრებში ძალიან სასიკეთოდ აისახება ეს ყველაფერი. ჟორჟს ბომბარდირობას უსურვებ, როგორც ყოველთვის აქამდე მას ეს კარგად ეხერხება.
G.LA
11:19 30-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული