ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ვინც კი მინახავს, საზონოვი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მცველია და თანაც, ქართველია" - სტიპიდიმ "ტორინოს" ახალწვეულის ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
საფეხბურთო მენეჯერმა და სელექციონერმა პაველ სტიპიდიმ საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მცველია, ვინც კი ოდესმე უნახავს.

მისივე თქმით, მოსკოვის "დინამო" სწორედ მოიქცა, როდესაც ფეხბურთელი "ტორინოში" გაყიდა.

"კარგია, რომ "დინამომ" საზონოვი სამ მილიონ ევროდ გაყიდა. ეს არ არის დანაკარგი კლუბისთვის და მთლიანად ჩვენი ფეხბურთისთვის.

საბა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მცველია ვინც მინახავს. ამასთანავე, ის ქართველი ფეხბურთელია და არა რუსი. რატომ უნდა ვიყვიროთ, ის საქართელოს ნაკრებში თამაშობს და არა რუსეთის", - თქვა სტიპიდიმ. 

alt"საბას

ცილი დასწამეს, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა თქვა..." - საზონოვის მამამ შვილის მოქალაქეობის შეცვლაზე ისაუბრა