ავსტრიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ზალცბურგს“ დაუზავდა (2:2), ოთარ კიტეიშვილმა კი ისევ გაიტანა გოლი და ისევ გააკეთა საგოლე გადაცემა.
სტუმრები პირველ ტაიმში ბაიდოომ დააწინაურა, შესვენების შემდეგ კიტეიშვილმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი სარკარიას საგოლე პასი გაუკეთა. თუმცა „ზალცბურგმა“ პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
„შტურმი“ 17 ქულით მეორე ადგილზეა, "ზალცბურგს" 2 ქულით ჩამორჩება, 21 სექტემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "სპორტინგს" უმასპინძლებს, ხოლო 24 სექტემბერს ავსტრიის ჩემპიონატზე ვენაში „რაპიდს“ დაუპირისპირდება.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ზალცბურგი 2:2
გოლები: 0:1 ბაიდოო (40), 1:1 კიტეიშვილი (53), 2:1 სარკარია (63), კოიტა (73, პენ)