კიტეიშვილის დიდებული გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" ლიდერთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ზალცბურგს“ დაუზავდა (2:2), ოთარ კიტეიშვილმა კი ისევ გაიტანა გოლი და ისევ გააკეთა საგოლე გადაცემა.

სტუმრები პირველ ტაიმში ბაიდოომ დააწინაურა, შესვენების შემდეგ კიტეიშვილმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი სარკარიას საგოლე პასი გაუკეთა. თუმცა „ზალცბურგმა“ პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

„შტურმი“ 17 ქულით მეორე ადგილზეა, "ზალცბურგს" 2 ქულით ჩამორჩება, 21 სექტემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "სპორტინგს" უმასპინძლებს, ხოლო 24 სექტემბერს ავსტრიის ჩემპიონატზე ვენაში „რაპიდს“ დაუპირისპირდება.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ზალცბურგი 2:2
გოლები: 0:1 ბაიდოო (40), 1:1 კიტეიშვილი
(53), 2:1 სარკარია (63), კოიტა (73, პენ)

მკითხველის კომენტარები / 8 /
რათქმაუნდა,პირველი რეაქცია სიხარული იყო,მაგრამ რომ დაფიქრდები კაცი,ნაკრებში ყველა მანდრაჟით და კნუტივით რატომ თამაშობს,ოთხი დღე იყო სხვაობა მეტი ხომ არა !!! და არაა ეს პირველი შემთხვევა ! აგე იქით ლობჟანიძემ ორი საგოლე პასი გააკეთაო,ნაკრებში კიდე ორივე შეშინებული ბავშვივით თამაშობდა. ეს იმაზე მეტყველებს რომ სამწვრთნელო შტაბი საერთოდ ვერ მუხტავს ფეხბურთელებს და თვითონ ნაკრები არ არის ჯანსაღი მექანიზმი თავის სტრუქტირიან კადრებიანად !!!
დავითი
04:09 17-09-2023
1
ნათლად ჩანს რომ საშუალო დონის ფეხბურთელები გვყავს და თავის კლუბებშიც კარგად ირჯებიან. ასევე ჩანს რომ ნაკრების ხელმძღვანელობა გარტყმაში არაა და დროზე უნდა გაიწმინდოს ნაკრებიც და ფედერაციაც უვარგისი ხალხისგან. ნარკომანების ბუდედაა ქცეული ფედერაცია, ძმაბიჭობით და ჟუვაჩკის წელვით არ გამოდის საქმე, ერთი კლუბი და ნაკრები ვერ დააყენეს სათანადოდ, ამიტომ უნდა წავიდნენ თუ არადა გულშემატკივრები უნდა შევიკრიბით და სანაგვეზე მივუჩინით ადგილი.
suxumchanin
08:57 17-09-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული