სტუმართა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.
მატჩის შემდეგ "ფეიენოორდის" ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ESPN-ის ექსპერტმა კარიმ ელ აჰმადიმ ამსტერდამელთა რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც გააკრიტიკა.
"ზოგ ფეხბურთელს აშკარად ხარისხი აკლია, რაც შესაძლოა მწვრთნელის ტაქტიკური გადაწყვეტილებებით იყოს განპირობებული. სივერტ მანსვერკის თამაშით შოკირებული დავრჩი, მიქაუტაძე ცუდად შემოვიდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, ჩუბა აკპომი დაკარგული იყო, საერთოდ ვერ გავიგე, ინგლისელი რა პოზიციაზე თამაშობდა", - განაცხადა
შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან, მორის შტეინის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, ევროპალიგაზე "მარსელის" წინააღმდეგ გამართავს.
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "აიაქსი" "ტვენტესთან" დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "მეცის" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"მასში განსაკუთრებით ერთი თვისება მომწონს" - "აიაქსის" მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
ესე იგი, ადამიანმა 2 (ორი!) არასრული მატჩი ჩაატარა ახალგადასულ გუნდში და ისე სთხოვს, გეგონება სკოლის მერე ამსტერდამში იყოს.
საქმე არ გაქვს ვიღაცა ხარ? როგორ ყველა ჩვენიანის ცუდით ან წარუმატებლობით ხარობს, ეს ღვარძლიანები. ჟორჟიკას და ყველა ჩვენიანს წარმატება და წინსვლა!