"ხარისხის ნაკლებობაა, ცუდად შემოვიდა" - "ფეიენოორდის" ყოფილი კაპიტანი მიქაუტაძეზე

AutoSharing Option
ერედივიოზონის მე-5 ტურში "ტვენტემ" "აიაქსს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

სტუმართა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ "ფეიენოორდის" ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ESPN-ის ექსპერტმა კარიმ ელ აჰმადიმ ამსტერდამელთა რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც გააკრიტიკა.

"ზოგ ფეხბურთელს აშკარად ხარისხი აკლია, რაც შესაძლოა მწვრთნელის ტაქტიკური გადაწყვეტილებებით იყოს განპირობებული. სივერტ მანსვერკის თამაშით შოკირებული დავრჩი, მიქაუტაძე ცუდად შემოვიდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, ჩუბა აკპომი დაკარგული იყო, საერთოდ ვერ გავიგე, ინგლისელი რა პოზიციაზე თამაშობდა", - განაცხადა
აკპომმა.

შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან, მორის შტეინის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, ევროპალიგაზე "მარსელის" წინააღმდეგ გამართავს.

altმიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "აიაქსი" "ტვენტესთან" დამარცხდა [VIDEO]

altმიქაუტაძე "მეცის" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

alt"მასში განსაკუთრებით ერთი თვისება მომწონს" - "აიაქსის" მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯობდა მეცში დარჩენილიყო, მეცში აფასებდნენ!
მერაბი
09:48 19-09-2023
0
დალაგდება აიაქსი,იპოვიან მიზეზებს და ნა ურაზე მისულებსაც გაუშვებენ,მაგრამ დრო სჭირდება მაგას.
Levani
00:24 19-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული