მიქაუტაძე შიდა საკლუბო ინტრიგების გამო ზარალდება - ნიდერლანდელი ჟურნალისტის მტკიცებით, ტრანსფერში "აიაქსმა" გადაჭარბებული თანხა გადაიხადა

AutoSharing Option
ნიდერლანდურ "ტელეგრაფში" ჟურნალისტი მარსელ ვან დერ კრაანი წერს, რომ "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელებში გადაჭარბებული ფასი გადაიხადა და ერთ-ერთ მაგალითად გიორგი მიქაუტაძე მოჰყავს.

ვან დერ კრაანი აღნიშნავს, რომ მისლინტატმა გუნდის გასაძლიერებლად 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამ ფეხბურთელების (იოსიპ სუტალოს, გიორგი მიქაუტაძის, კარლოს ფორბსის, გოსტონ ავილას და ჩუბა აკპომის) რეალური ღირებულებაა:

"ავიღოთ მიქაუტაძის მაგალითი. 2023 წლამდე მისი ფასი 2.5 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე მერყეობდა. ზაფხულში "მეცმა" 10 მილიონად შეაფასა, თუმცა მისლინტატმა
"აიაქსის" სახელით 10 მილიონი კი არა, 16 მილიონი გადაიხადა.

Sportall.Ge

ფორბსი 14 მილიონად იყიდეს და ეს მაშინ, როდესაც მისი ფასი 4 მილიონით ნაკლებია. ავილაში "ანტვერპენს" 12 მილიონი გადაუხადა, როდესაც ბელგიურმა კლუბმა ის ერთი წლის წინ 4 მილიონად შეიძინა. ანალოგიური თანხა დაჯდა აკპომის ტრანსფერი, რომელიც ინგლისში 6 სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, შემდეგ "პაოკს" 1.2 მილიონად მიჰყიდეს, საბოლოოდ კი "მიდლსბრომ" 3 მილიონად შეიძინა და რომლის რიგებში ჩემპიონშიფში 28 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი კარიერაში. იქამდე 9 გოლზე მეტი არასოდეს გაუტანია. "აიაქსმა" კი მაშინვე გადაიხადა 12.3 მილიონი".

სატრანსფერო საკითხები ფეხბურთელების საქმე არაა და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში შიდა საკლუბო ინტრიგების გამო სრულიად უსამართლოდ დაზარალებული მიქაუტაძე გამოდის, რომელსაც სათამაშო დროს ფაქტიურად არ აძლევენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
როცა სადმე გადადიხარ, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. ხომ ცნობილი იყო, რომ სამწვრთნელო შტაბს ალმედა უნდოდა, ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ მაშინ წავიკითხე, როდესაც მიქაუტაძის ტრანსფერი ჯერ დახურული არ იყო. გუნდი რომ ცუდ დღეშია, ამის დანახვაც არ იყო პრობლემა. საფრანგეთის ლიგა ერთი უახლესი რეიტინგით მეექვსეა, ნიდერლანდები მეშვიდე. ლიგა ერთიდან ბევრად მეტი ფეხბურთელი მიყავთ ტოპ ლიგებში ვიდრე ნიდერლანდებიდან. შეამოწმეთ ვისაც არ გჯერათ. ლიდერი ხარ გუნდში, არც გეჩქარება პრინციპში, შეგიძლია მშვიდად დარჩე სადაც ხარ, უკვე ორი გოლი გაქვს გატანილი და თუ სეზონის ბოლოს 8-10 მდე ახვალ, ტოპ ლიგებიდან შეთავაზებები გექნება - რა გინდა ნიდერლანდებში? უკეთეს შემთხვევაში, თუ გუნდი ათამაშდა დაშენც გათამაშეს ისევ იმ ტოპ ლიგების გუნდში წაიყვანენ. ოღონდ ეს გუნდი როდის ათამაშდება და შენც როდის და რა დოზით გათამაშებენ დიდი კითხვის ნიშანია. მოკლედ ღმერთმა ქნას გაუმართლის ამ უნიჭიერეს ბიჭს, მაგრამ შეცდომა დაუშვა.
არტ
23:15 23-09-2023
1
თუ ძმა ხარ ვიღაც მლესავი რასაც ფიქრობს ყველაფერი კი არ უნდა გამოაქვეყნო
Გი
22:06 23-09-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული