კვარაცხელიამ დღეს "ნაპოლიში" ივარჯიშა - ვინ შეცვლის ოსიმენს?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების და ქორწინების შემდეგ "ნაპოლიში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ნაკრებებიდან დაბრუნებულმა სტანისლავ ლობოტკამ და პიოტრ ზელინსკიმ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ხოლო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ჟუან ჟეზუსი და ვიქტორ ოსიმენი ტრავმებს მკურნალობენ.

ფეხბურთელების გასამხნევებლად ვარჯიშს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაესწრო.

21 ოქტომბერს, სერია A-ს მეცხრე ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება და ნეაპოლური მედია დაინტერესებულია, მწვრთნელი რუდი გარსია ოსიმენის ნაცვლად სასტარტოში ჯოვანი სიმეონეს დააყენებს თუ ჯაკომო რასპადორის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს ხვიჩა თავის მეუღლესთან ერთად! მოშენდეს და მომრავლდეს! წინსვლა და წარმატებები ცხოვრებაში!
მუხრანი ჩუბინიძე
13:28 19-10-2023
2
ამ თემას არ შეეხება,რაზეც მინდა დავწერო.
პირველ რიგში ვულოცავ ხვიჩას გაბედნიერებას,ულევ სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ.
რაც მინდა ვთქვა შეეხება მარტის თამაშებს.ადრეც ვთქვი,კაშია,კვირკველია და კვეკვესკირი უნდა ჩაანაცვლონ ახალგაზრდებით,დიდი მადლობა მათ რაც ნაკრებისთვის გააკეთეს ძალიაან ვთხოვ სამივეს თვითონ თქვან უარი ნაკრებში თამაშზე,სამწუხაროდ რეაქცია აქვთ დაკარგული და არ მინდა ასეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თამაშებზე გული გვატკინონ.მადლობა ბიჭებო,თითოელი წვეთი დაღვრილი ოფლისთვის,რაც ნაკრებში თავდაუზოგავი თამაშით გამოიხატებოდა,მადლობა...
საბედნიეროდ გვყვანან ახალგაზრდები რომლებიც შეავსებენ იმ ზონებს და ვფიქრობ უკეთესადაც გაართმევენ თავს. ვფიქრობ სანიოლი როგორმე მოახერხებს და ნორმალურ შემადგენლობას დააყენებს,არ მინდა ვიფიქრო,რომ ფედერაცია უწერს სასტავს...
ჯვარი წერია ბიჭებს ტრავმებისგან და წარმატებები ნაკრებს.
ბობი ფიშერი
13:08 19-10-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული