კვარაცხელიამ დღეს "ნაპოლიში" ივარჯიშა - ვინ შეცვლის ოსიმენს?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების და ქორწინების შემდეგ "ნაპოლიში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ნაკრებებიდან დაბრუნებულმა სტანისლავ ლობოტკამ და პიოტრ ზელინსკიმ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ხოლო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ჟუან ჟეზუსი და ვიქტორ ოსიმენი ტრავმებს მკურნალობენ.

ფეხბურთელების გასამხნევებლად ვარჯიშს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაესწრო.

21 ოქტომბერს, სერია A-ს მეცხრე ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება და ნეაპოლური მედია დაინტერესებულია, მწვრთნელი რუდი გარსია ოსიმენის ნაცვლად სასტარტოში ჯოვანი სიმეონეს დააყენებს თუ ჯაკომო რასპადორის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს ხვიჩა თავის მეუღლესთან ერთად! მოშენდეს და მომრავლდეს! წინსვლა და წარმატებები ცხოვრებაში!
მუხრანი ჩუბინიძე
13:28 19-10-2023
2
ლაურენტისის წუწურაქობით ნაპოლი ისევ საშუალო დონის გუნდად გადაიქცევა,ხვიჩა დროზე უშველე თავს.
მირო
00:01 19-10-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული