ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების და ქორწინების შემდეგ "ნაპოლიში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ნაკრებებიდან დაბრუნებულმა სტანისლავ ლობოტკამ და პიოტრ ზელინსკიმ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ხოლო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ჟუან ჟეზუსი და ვიქტორ ოსიმენი ტრავმებს მკურნალობენ.
ფეხბურთელების გასამხნევებლად ვარჯიშს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაესწრო.
21 ოქტომბერს, სერია A-ს მეცხრე ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება და ნეაპოლური მედია დაინტერესებულია, მწვრთნელი რუდი გარსია ოსიმენის ნაცვლად სასტარტოში ჯოვანი სიმეონეს დააყენებს თუ ჯაკომო რასპადორის.