ზურიკო დავითაშვილი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მამა გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევი ზურიკო დავითაშვილი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მამა გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. ახალშობილს დათი დაარქვეს.

გუშინ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ზურიკოს საფრანგეთში დაბრუნებისა და ოჯახთან ერთად ყოფნის უფლება მისცეს, რადგან რამდენიმე საათში მამა უნდა გამხდარიყო, თუმცა ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად დარჩა.

Sportall.ge-ს ადმინისტრაცია ულოცავს დავითაშვილსა და მის ოჯახს ამ განსაკუთრებულ დღეს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
აბა წყვილი გოლი დათის სახელზე ) გილოცავ
კისისხეველი
12:37 16-11-2023
0
გილოცავ ზურიკო, ბედნიერი გაგეზარდოთ და უფალი ჰფარავდეს თქვენს პატარას
fani
12:48 16-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული