ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. ახალშობილს დათი დაარქვეს.
გუშინ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ზურიკოს საფრანგეთში დაბრუნებისა და ოჯახთან ერთად ყოფნის უფლება მისცეს, რადგან რამდენიმე საათში მამა უნდა გამხდარიყო, თუმცა ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად დარჩა.
Sportall.ge-ს ადმინისტრაცია ულოცავს დავითაშვილსა და მის ოჯახს ამ განსაკუთრებულ დღეს.