ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "ლესტერთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მეჩვიდმეტე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ლესტერთან“ 0:2 დამარცხდა. დუბლი ჯეიმი ვარდიმ შეასრულა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო.

ამით შეწყდა „უოტფორდის“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია, 21 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 29 ნოემბერს „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.

ლესტერი. „კინგ პაუერი“
ლესტერი - უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 ვარდი (76), 2:0 ვარდი (90+5, პენ)
გაძევება: ბახმანი (90+3, უოტფორდი)

ასევე დაგაინტერესებთ