გოლი 90+3-ე წუთზე - დავითაშვილის "ბორდომ" "პარიზს" სძლია

AutoSharing Option
ლიგა 2-ის მეთხუთმეტე ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „პარიზი“ 2:1 დაამარცხა.

მატჩი თვალსასეირო ვერ გამოდგა, გამარჯვების გოლი კი სტუმრებმა კომპენსირებულ დროში გაიტანეს.

ჟირონდული გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.

„ბორდომ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, 18 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 2 დეკემბერს „ტრუას“ უმასპინძლებს.

პარიზი. „სტად შარლეტი“
პარიზი - ბორდო 1:2
გოლები: 0:1 ვაისბეკი (7), 1:1 კებალი (12, პენ), 1:2 ბარბე (90+3)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ზურიკო დროა ისევე ამოუქოქო ბოლომდე ... მარტში შენი იმედი გვაქვს ...
bejo
02:29 26-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული