ბუდუს თითქმის არ ათამაშებენ და მაინც დუბლი შეასრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეთოთხმეტე ტურში "კარლსრუემ" საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგი" 4:1 დაამარცხა და ამ მატჩში თავი მასპინძელთა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა.

ზივზივაძე 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო და დუბლი შეასრულა.

ბუდუს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და აქამდე მიმდინარე ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი.

"კარლსრუემ" ჩემპიონატზე სამმატჩიანი მოუგებელი სერი შეწყვიტა, 16 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 3 დეკემბერს "ჰანზას" მიიღებს.

კარლსრუე. "BBBank ვიდპარკი". 25 966 მაყურებელი
კარლსრუე - ნიურნბერგი 4:1
გოლები: 1:0 ნებელი (1), 1:1 უზუნი (60), 2:1 შლეუსენერი (70), 3:1
ზივზივაძე (89), 4:1 ზივზივაძე (90+4)

მკითხველის კომენტარები / 17 /
კარგია,ჭირდებოდა.წარმატებები ბუდუ
ნიკა
19:02 26-11-2023
1
ბუდუი მაგარი კაცია.
ლომი
19:53 26-11-2023
1

სიახლეები პოპულარული