პრობლემის გადასაჭრელად მაცარიმ კვარაცხელიას ახალი სათამაშო გეგმა შეიმუშავა

AutoSharing Option
16 დეკემბერს, სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "კალიარის" უმასპინძლებს. "გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელს ვალტერ მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობის გასაუმჯობესებლად სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული.

გამოცემა წერს, რომ მცველებს კვარაცხელიას შესაჩერებლად მკაცრი და სისტემატური მეურვეობა აქვთ დაწესებული, გალიაში ჰყავთ გამომწყვდეული, რათა ერთი ერთზე თამაში შეუზღუდონ:

"გასულ სეზონში მარიო რუის მარცხენა ფლანგზე მოქმედებები და ოლივეირას მუდმივი აქტიურობა - ეს ფუნდამენტური მექანიზმი იყო, რაც ქართველს მოედნის ბოლო 30 მეტრში თავის საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებას აძლევდა. მაცარი ეცდება თავისი იდეის ფოკუსირებას ისე, რომ "კვარა"
უფრო პროდუქტიული გახადოს და მან მოწინააღმდეგეებს მეტი პრობლემა შეუქმნას".

ხვიჩასთან დაკავშირებით მაცარის ტაქტიკა დაკონკრეტებული არ არის, სავარაუდოდ იგულისხმება მისი სათამაშო დიაპაზონის გაფართოება და ნაწილობრივ დაცვითი ფუნქციებიდან განთავისუფლება.

მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას ტრავმის გამო ელიფ ელმასი ვერ მიიღებს, ოლივეირა გუნდს კიდევ გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარება, მარიო რუიმ კი დღეს ნაწილობრივ ივარჯიშა და არაა გამორიცხული ხვალ ითამაშოს.

spazio napoli "კვარას" შესახებ მატჩისწინა სტატიაში აღნიშნავს: "კვარაცხელიას წარუმატებელი პერიოდი აქვს, ამის დამალვას აზრი არ აქვს. ამის მაგალითი "იუვენტუსთან" მისი თამაშის ჩვენს მიერ 4.5 ქულით შეფასებაა, მაგრამ შეძლებდით ასეთი ფეხბურთელის ოდესმე სათადარიგოთა შორის დატოვებას? მტკიცედ ვპასუხობთ - არა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩა ხმა ამოიღე!
ნაპოლის სუსტი დაცვა ჰყავს. ან რატომ იქნება ძლიერი?
1. დაცვას ლიდერი არა ჰყავს, რომ მართავდეს დამცველებს.
1.1. მერეტი არა მართავს, არ თავკაცობს
1.2. დი ლორენცო არ მართავს დაცვას. სულ წინ გარბის სხვის კართან.
მთელი თამაში აწყობილია მარჯვენა ფლანგზე. ხვიჩა მარცხენაზე იმიტომ უნდათ, რომ 2-3 დამცველი მოაცილოს მარჯვენას. გაუადვილოთ თამაში მარჯვენაზე და იქ უკეთესად გამოიყურებოდეს თვითეული მადგანი.
= ხვიჩათი სარგებლობენ თანაგუნდელები!
= ხვიჩათი სარგებლობს მფლობელი. 4-ჯერ ნაკლებს უხდის ხვიჩას.
= ხვიჩათი სარგებლობს აგენტი - ხვიჩას აგენტობით სახელი გაითქვა და სხვა თავის ფეხბურთელებს აბინავებს. ხვიჩასთვის არცა სცალია, აგერ კოლხეთი და სახვა სამეები
ხვიჩაზე არავინ არ ზრუნავს, პირიქით სარგებლობენ. განმარტოვდა, ჩაიკეტა და განერვიულდა ბიჭი. ეხლა ნაპოლის ფანებმაც დაიწყეს ნეგატივის ტრიბუნებიდან ძახილი "ხვიჩას ფეხები მოსტეხე"...
ესე აღარ შეიძლება გაგრძელდეს. სანამ სულ არ დაეცა რეპუტაცია და ხვიჩას ხმას ძალა აქვს, უნდა ამოიღოს ხმა! ეს ბანალური " ნაპოლიში ბედნიერი ვარ" აღარაა დამაჯერებელი )) ნაკრებში სულ სხვა დამოკიდებულება ხვიჩასდმი და ნაკრებში ფრთები აქვს გაშლილი, დაფრინავს და ყველა ვხედავთ, რომ ნაკრებშია ბედნიერი!
ხვიჩა მორიდებული და თავდაბალი კარგი იყო 20-21 წლისა რომ იყავი. ეხლა დიდი ბიჭი ხარ და აღიარებული ვარსკლავი ხარ. ნუ იქცევი ბავშვივით. მოიქეცი კაცივით. ოქროს ბურთი როგორ გინდა მოიგო?
ხვიჩა ხმა ამოიღე, შენი ჭირიმე!!!
გია_544
00:36 16-12-2023
3
ცოტა შევცვალოთ შეკითხვა:შეძლებდით ასეთი ფეხბურთელის ძველებურად ათამაშებას,ძველებური ხელფასით.=?პასუხი კვლავ უარყოფითია,მაგრამ არა ისე მტკიცე,როგორც წინა შეკითხვის დროს.რაღაცა იმედი მაინც არსებობს,აქვთ,რომ ხვიჩას,იმ ხელფასითაც ათამაშებენ,ძველებურ დონეზე.მაცარი,ამას აუცილებლად შეეცდება,დე ლავრენტისიც ბედნიერი იქნება,თუ მისი ცდა გაამართლებს,ხვიჩა მორალურად კმაყოფილი იქნება,მაგრამ მხოლოდ მორალური კმაყოფილების გამო,თავს კვლავ გაასულელებინებს?რაღაც არა მგონია.
სოსო
23:00 15-12-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული