მატჩი ტექნიკური პრობლემების გამო ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ ტრავმირებული ზილენსკის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში კაიუსტე დააყენა. ნეაპოლელებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და სახიფათო კოტრიერიშებით პასუხობდნენ. კვარაცხელიას ნანდესი მეურვეობდა და უხეშობასაც არ ერიდებოდა, ორჯერ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და ბოლო საჯარიმოდან პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი რაჰმანიმ თავით ძელს გაარტყა. ცოტა ხანში კაიუსტემ ხელსაყრელი პოზიციდან ვერ უწია მიზანს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კალიარი