პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატზე "ლეხის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა მეცხრე ჩატარებულ მატჩში პირველი გოლი გაიტანა.
"რადომიაკთან" ექსტრაკლასას მე-19 ტურში გასვლაზე ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (2:2) კვეკვესკირმა 30-ე წუთზე გახსნა ანგარიში და 68-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ პოზნანური გუნდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ კაცნაკლული დარჩა და ფრეს დასჯერდა.
"ლეხი" 33 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 10 თებერვალს სახლში "ზაგლემბესთან" გამართავს.
რადომი. "რადომიაკა"
რადომიაკი - ლეხი 2:2
გოლები: 0:1 კვეკვესკირი (30), 0:2 პერეირა (50), 1:2 აბრამოვიჩი (79), 2:2 ლეონარდო (90+5)
გაძევება: კარლსტრიომი (64, ლეხი)