"კალიარისთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Bobo TV-ზე ისაუბრა:
"ჩემი აზრით, კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. კომანზე უკეთესია, გრილიშზე უკეთესია. თავისუფლად შეუძლია "ბარსელონაში" ითამაშოს. დღეს ფენომენალური იყო. ასეთი მინდა ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო. ამაში რაღაც ლოგიკურს დავინახავთ. მსურს მომავალ წელსაც ასე ითამაშოს. კვარაცხელია ლეაოზე გაცილებით ძლიერია, მასზე მეტის გაკეთება შეუძლია".