კასანო: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია

AutoSharing Option
"კალიარისთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Bobo TV-ზე ისაუბრა:

"ჩემი აზრით, კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. კომანზე უკეთესია, გრილიშზე უკეთესია. თავისუფლად შეუძლია "ბარსელონაში" ითამაშოს. დღეს ფენომენალური იყო. ასეთი მინდა ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო. ამაში რაღაც ლოგიკურს დავინახავთ. მსურს მომავალ წელსაც ასე ითამაშოს. კვარაცხელია ლეაოზე გაცილებით ძლიერია, მასზე მეტის გაკეთება შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 31 /
თუ იყვნენ ნორმალურები რა.. გოლს რომ გაიტანს ცაში აჰყავთ, თუ ვერა — დაღმასვლა აქვსო. არადა ყველა თამაშში ერთნაირად ამწვავებს ბურთთან ყოველი შეხებისას, მაგრამ სუსტ გუნდებთან მეტჯერ ეძლევა შანსი და გოლის ალბათობაც იზრდება, ძლიერებთან კი დაცვაში უწევს სირბილი და ბურთსაც უფრთხილდება, რომ კონტრა არ აჰკიდოს გუნდს. ოდნავ წაეხმარა მარიო რუი და გოლიც დაიდო. კიდევ კარგი თვითონ მაძარი და დილორენცო მაინც ხედავენ რეალურ სურათს, თორემ ვიფიქრებდი, რომ ყველა შეიშალა. უკან ნორმალური ფეხბურთელები თუ არ დაიმატეს, გაუჭირდებათ ოთხეული.
nika
18:42 17-12-2023
3
ნამდვილად ძალიან კარგი იყო და ნამდვილად დაგვიბრუნდა ფეხბურთი .გამოგვიყვანა საფეხბურთო პანაშვიდიდან საიდანაც დიდი ხანი ვერ გამოვდიოდით წარმატებები კვარა გენაცვალე ქართველი ხალხის სიამაყე და ღირსება
გიორგი
00:13 18-12-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული