უხეშობა კვარაცხელიაზე და დიალოგი მოურინიოსთან - "რომასა" და "ნაპოლის" პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-17 ტურში „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ბოვეს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ ბელოტი რაჰმანის გაექცა, პასი ბოვეს გაუკეთა და მას ორიოდ მეტრიდან მეკარე მერეტმა არ გაატანინა. რომაელები მეტოქეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და კვარაცხელიას და ოსიმენს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. ხვიჩა დაცვასაც ეხმარებოდა და მასთან ბურთზე ბრძოლაში უხეშობისთვის კრისტენსენმა ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ხვიჩას წაქცევისთვის მსაჯმა მცველი არ გააფრთხილა, საჯარიმოში პარედესმა ოსიმენს
ხელი სახეში მოარტყა, ცოტა ხანში კრისტანტემ ყვითელი ბარათი ქართველთან უხეშობისათვის მიიღო და მასსა და მოურინიოს შორის დიალოგიც გაიმართა, პირველი ტაიმი კი 0:0 დასრულდა.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - ნაპოლი

altკვარაცხელია დღეს რომში, სადაც გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, ლუკაკუს დაბრუნება და უკმაყოფილო მოურინიო...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თამაშის დაწყებისთანავე 5-ჯერ დაჩეხეს ხვიჩა, ყოველი მისი შეხება ბურთთან ჯარიმით მთავრდება, ეს ფეხბურთი არაა და ასე არც გაგრძელება შეიძლება. მარტამდე კი ბევრი დროა.
suxumchanin
01:48 24-12-2023
4
ძალიან ეუხეშევიან,ფაქტირად არ ათამაშებენ
დავით 67
00:46 24-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული