"ხვიჩაზე რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის უარს? "ბარსელონაც" იქნება და "მანჩესტერიც", გვაცადეთ!" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "კვარას" მალე ტოპ კლუბში ვიხილავთ.

"ერთი ადამიანი მაინც მანახეთ, ვისაც ხვიჩას ტოპ გუნდში გადასვლა ჩემზე მეტად უნდა. პირადად მე, ასეთ ადამიანს ვერ ვხედავ, ამას ხვიჩას მამაც დაადასტურებს.

"ბარსელონაც" და არის და "მანჩესტერიც", გვაცადეთ. ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ყაზახეთიდან დაწყებული ინგლისის პრემიერლიგამდე დამთავრებული, მას ყველა გუნდი სიამოვნებით აიყვანს. რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის, კვარაცხელია არ მინდაო?

ქეცბაიამ თქვა და ვეთანხმები, ფეხბურთმა ძველებური ხიბლი დაკარგა, ხვიჩა კი ფეხბურთის სილამაზეში ჯდება. როცა
თამაშობს, ჩემი თავი ახალგაზრდა მგონია", - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

altფენომენალური მამარდაშვილი და კვარაცხელია, შური და უკეთესი მომავლის იმედი საახალწლოდ

alt"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

მკითხველის კომენტარები / 36 /
შენი გაგზავნილი და ნაცდევი კი ვნახეთ ყაზანის რუბინში...კიდე კაი ომი დაიწყო თორე გამოალპობდი მაგ დამპალ ქვეყანაში
ანუკა
14:30 03-01-2024
0
ჰა მიდი
gito
12:27 01-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული