"ნაპოლიმ" ფეხბურთელი დაიმატა და ახალი შემადგენლობით და ტაქტიკით ითამაშებს

AutoSharing Option
"ნაპოლიში" სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს და ახალ წელს გუნდი შეცვლილი სახით ითამაშებს. ეს ეხება როგორც შემადგენლობას, ასევე ტაქტიკურ სქემას.

"სალერნიტანას" 28 წლის მცველმა პასკუალე მაცოკიმ რომის ვილა სტიუარტის კლინიკაში დღეს დილით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მალე ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ის გუნდს ხვალ კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე შეუერთდება.

Sportall.Ge

ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა პრობლემები წარმოიქმნა. Sport Mediaset-ის ცნობით, "ნაპოლი" მზადაა ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 2 მილიონი ევრო დაუნიშნოს, მაგრამ საქმეში მისი მამა ჩაერია, რომელიც თავისი შვილისთვის 2.5-მილიონიან ანაზღაურებას
ითხოვს.

calcionapoli24 იტყობინება, რომ უკვე 7 იანვარს "ტორინოსთან" მატჩში "ნაპოლი" ახალი სქემით (3-5-2, რომელიც თავდაცვისას ტრანსფორმირდება) და შემადგენლობით ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აზრზე მოხვედი,ბაჩო?აგერ ახალი ფეხბურთელი მოჰყავთ და 2 მილიონზეც არ არიან თანახმა.შენ კი,1,2 მილიონი გებევრება,კვარასთვის.როგორ ფიქრობ,კვარაზე მაგარია?მის ქვეყანაში,ექიმები იღებენ,ასეთ ხელფასს?
სოსო
20:53 03-01-2024
1
ეს ყველაზე ხელსაყრელი ფორმაციაა ამ ეტაპზე. ალბათ მაძარიმ მაინც თავისი გაიტანა, სამი პლიუსი აქ ამ სქემას ხვიჩასთვის, პირველი ხვიჩა უფრო ხშირად იქნება საჯარიმოში, და უფრო მეტჯერ მიიღებს დასარტყმელ პოზიციაში. მეორე აღარ იდგება ლამის მთელი 90 წუთი მიბმული იმ აუტის ხაზზე (რაც დიდ თავსატეხს გაუჩენს მეტოქე მწვრთნელებისგან მიჩენილ პერსონალურ მეურვეებს) მესამე და რაც მთავარია ისე მონოტონური სირბილი აღარ მოუწევს დაცვისთვის მისახმარებლად ხვიჩას რაც ნახევარ ენერგიას აცლიდა და შესაბამისად შეტევაში აკლდებოდა, ეხლა კი მხოლოდ შეტევისთვის მიმართავს მთელ ძალებს და აქ უნდა გაილაღოს კვარამ. ასევე ამ სქემის პლიუსია ამ არეულ და არასაიმედო დაცვის ხაზს უფრო შეკრავს ეს სამი ცენტრ: მცველი და უფრო დააზღვევენ ერთმანეთს რაც უფრო ნაკლებ შეცდომას გულისხმობს საკუთარ საჯარიმოში. იდეა კარგია ვნახოთ იმედია გაამართლებს ეს სიახლე და მინიმუმ მოულოდნელობის ეფექტს შეუქმნის მეტოქეებს ნაპოლი და წინანდელივით ვეღარ გაუჭრიან კარაქივით მოედნის ცენტრს თუ დაცვის ცენტრალურ ხაზს მოწინააღმდეგეები.
Charley
22:18 03-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული