ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი მომენტი შექმნეს, სტუმრებმა კი ორი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ სოულემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და „მონცა“ 3:0 დაწინაურდა. თუმცა მალე მახვილი კუთხიდან სორენტინოს კარი ჰარუიმ დალაშქრა და ანგარიში შეამცირა. 76-ე წუთზე სოულემ უკვე მეტოქის კარში გაიტანა გოლი (პენალტით). დარჩენილ დროში "ფროზინონე" ბევრს უტევდა, თუმცა ვერ გაიტანა და წააგო.
მასპინძელთა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.
„ფროზინონემ“ ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - მონცა 2:3
გოლები: 0:1 დანი მოტა (20), 0:2 კარბონი (45), 0:3 სოულე (55, საკ. კარში), 1:3 ჰარუი (57), 2:3 სოულე (76, პენ)