"წინასწარ გეტყვით, ოსიმენი სად წავა... ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, ამას არ იზამს" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
"პირველ არხზე" სპორტული გადაცემის სტუმარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ჯუღელის თქმით, ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუდის არაბეთში გადაბარგდება.

"თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა. ხვიჩა წავა "რეალში"; "ბავარია", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", ამ გუნდებს სიტყვაზე გეუბნებით.

ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემოთ იყოს და ასეც იქნება", - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ,
რამდენიმე კვირის წინ ოსიმენმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, გამოსასყიდ თანხად კი 130-140 მილიონი განისაზღვრება.

alt"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

alt"ხვიჩაზე რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის უარს? "ბარსელონაც" იქნება და "მანჩესტერიც", გვაცადეთ!" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

მკითხველის კომენტარები / 39 /
ბევრს ჰყოლია აგენტად თავის მამა ან ძმა, ხოდა ვისაც გინდა იმას აიყავნ, მაგრამ როცა რაღაცას ირჩევ ისიც უნდა გესმოდეს რომ ყველა არჩევანს თავისი კანონზომიერი შედეგი მოჰყვება
Solo
19:54 10-01-2024
1
ამ ფილოსოფოსობას და კაკულიობას ჯობდა ნორმალური კონტრაქტი გაგეფორმებინა კვარასვთის სადაც გაწერილი იქნებოდა წარმატების შემთხვევაში ხელფასის და პირობების გაუმჯობესება..ოსიმენი რას იზამს და რას გააკეთებს ეგ შენი სალაპარაკო და პარალელების გასაკეთებლი ნამდვილად არაა,,,მას მისი გეგმაც ექნება და მისი პატრონიც...რომელმაც საკონტრაქტო მაქსიმუმს მიაღწია...მოდი შენც შეძელი ეგ კვარასთვის და მერე ასე გულარხეინად..ილაპარაკე სხვის კოტრაქტებზე და მოქცევაზე...ყველამ მისი საქმე აკეთოს..
ბუჯანგა
17:24 10-01-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული