"შახტარში" შეიძლება მესამე ქართველი ლეგიონერი ვიხილოთ

AutoSharing Option
ჟურნალისტი ენდრიუ ტოდოსი თავისი ტელეგრამ-არხით იტყობინება, რომ უკრაინული კლუბები აქტიურად სწავლობენ ქართულ საფეხბურთო ბაზარს და თბილისის "დინამოს" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით დაინტერესდნენ.

ტოდოსის მტკიცებით, ცენტრალური მცველი ალექსანდრე კალანდაძე კიევის "დინამოს" შესთავაზეს, კიევურმა კლუბმა უარით უპასუხა, თუმცა შეიძლება 22 წლის ქართველი სხვა გუნდში გადავიდეს.

ასევე საკმაო მოთხოვნაა "ჩერკასის", "პოლესესა" და "შახტარის" მხრიდან 22 წლის ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის მიმართ, მაგრამ ჯერ თბილისის "დინამოსთვის" ტრანსფერის თაობაზე არ მიუმართავთ.

"შახტარი" მექვაბიშვილისთვის კარიერის გასაგრძელებლად ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს, რამეთუ ეს გუნდი ყოველ წელს მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე
და თანაც, მის ღირსებას ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
შახტარს ყავს მგელი ნახევარმცველები,
კლასი არა აქვთ პორტოს ან ბარსას დონის,მაგრამ იბრძვიან მაგრა,თუნდაც მარჯვნიდან რო თამაშობს ზუბკოვი მაგრა მომეწონა და მანდ ამ ანზორას არ ათამაშებენ.
Levani
18:14 10-01-2024
4
შახტარს 34 წლის საყრდენი ყავს და ალბათ შემცვლელს ეძებენ,მაგრამ ამდენ ქართველს ერთად ვინ ათამაშებს?! კიევის დინამო ქართველებზე შემომწყრალია აშკარად, რამდენი წელია მანდ ჩვენებურს არ უთამაშია და არც უნდა გადავიდნენ, თორემ სკამზე დაალპობენ...
Givi
19:57 10-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული