ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

უცხოურმა პორტალმა Whoscored-მა ქართველის თამაში 7.6 ქულით შეაფასა, Flashscore-მა და Sofascore-მა კი 7.4-ით.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-6 ადგილზეა. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 18 იანვარს, იტალიის სუპერთასზე, "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ