"დეილი მეილი" იტყობინება, რომ "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლის" ქართველი ლეგიონერით, ხვიჩა კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა.
გამოცემის ცნობით, "სიტი" გუნდის გასაძლიერებლად სატრანსფერო ბაზარზე გარემარბების ვარიანტებს ეძებს. მთავარ პრეტენდენტებს შორის პედრო ნეტო (ვულვერჰემპტონი), სავიო (ჟირონა) და კვარაცხელია არიან, თუმცა ქართველის მიმართ უკანასკნელ თვეებში ინტერესი შემცირდა.
23 წლის ნეტომ მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტუგალიელის მიმართ ინტერესს აგრეთვე "არსენალი" იჩენს.
City Football Group-მა, რომელიც "ჟირონას" მფლობელია, 19 წლის სავიოს თაობაზე ყველა შეთავაზება უგულებელყო, მაგრამ მანჩესტერულმა კლუბმა შეიძლება უკვე
ზამთარში გაუფორმოს კონტრაქტი. ამ სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.