დავითაშვილმა, შესაძლოა, კარიერა ცენტრალურ აზიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
WebGirondins-ი წერს, რომ "ბორდო", შესაძლოა, გუნდის ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გადაჭრას რამდენიმე მოთამაშის გასხვისებით აპირებენ, მათ შორის, სიაში შესაძლოა, ჩვენებურიც იყოს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის დამატებით ორი გუნდი ინტერესდება. მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ იწერება, რომ ერთ-ერთი მათგანი ცენტრალური აზიის წარმომადგენელია.

ყველაფერი საბოლოოდ დავითაშვილის სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. ის ჟირონდელთა ხელმძღვანელობას შეხვდება და სამომავლო გეგმებზე
დაელაპარაკება.

ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში "ბორდოს" ფორმა 20 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

altზურიკომ შეუცვლელად ითამაშა - "ბორდომ" გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 43 /
-ასე მოკლეს ქართული ფეხბურთი 1990-ნი ნლებიდან,ხელში ჩაიგდეს სიხარბე-ფულის ,,მოღუნვით,, გაგიჟებულებმა,თან წამალზე შემჯდარმა, წამლის მოყვარულებმა,ოღონდ ფული ,,მოეღუნათ,,-,,ეკეთათ,, და...რაც დღემდე გრძელდება,შედეგად ქართულ ფეხბურთი სადღაც დარჩა,თუ ჩარჩა, თუ...ფაქტი,განვითარება-შედეგებით ყველა სხვა გუნდურ სპორტის სახეობას ჩამორჩა,თან ძლიერ; რაგბს, კალათბურთს,წყალბურთს,ხელბურთს,მალე ფრენბურთსაც ჩამორჩება (იქ გაცილებით პროფესიონალი-პასუხისმგებლობის მქონე ხალხით)

ნიჭიერ ფეხბურთელებს,მათი კლუბები-,,აგრენტები,,იმის მაგივრად რომ ცდილობდნენ სად მეტად განვითარდებიან, ფიზიკურად, მენტალურად მომძლავრდებიან და ნიჭს კიდევ უფრო განავითარებენ-იქ გააზრებულად გაუშვან...სადაც ბევრი ფულს დაინახავენ იქ მიარბენინებენ,მით ამ ნიჭსაც ახშობენ,შედეგად იქ ვართ,სადაც ვართ როგორც ნაკრების,ისე საკლუბო დონეზე(!),
და დავითაშვილი აზიაში მეტად გაიზრდება, განვითარდება, განმტკიცდება, მომძლავრდება-ნიჭს კიდევ უფრო განავითარებს(?!), თუ პირიქით,დეგრადირდება,საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელად დარჩება,მით ნაკრებსაც მალევე ჩამოშორდება(?!),
ჯობდა ესპანეთის,ინგლისის,ჰოლანდიის,გერმანიის, პორტუგალიის მე-2-ე ლიგების თუნდაც აუტსაიდერებში გადასულიყო დროებით,განვითარება-სხვაგან გადასვლის პერსპექეტივით(?!)
-მოვაშოროთ ქართულ ფეხბურთს ,,ვიგოდნიკები,, მეწამლეები,კრიმინალი, უინტელექტო,ფულის ,,მკეთებელი,,-ხალხი, ბავშვობის მწვრთნელებს მიუუთითონ- ბავშვი მეტად ინდივიდუალურად- ინდივიდუალური ბუნებით გაზარდონ- განამტკიცონ, ფიზიკურად გაცილებით მეტად მომზადებული-მძლავრი (და არა პასით ბურთის მოშორებით...) და ქართული ფეხბურთი ფეხზე დადგება!
გლახუნა
13:22 25-01-2024
1
რა პონტია კაცის ასე დამცირება(, და ვინც საერᲗოდ არ ᲗამაᲨობს დასაცინია, არაა ლამაზი ახალგაზრდა ბიᲭზე ასეᲗი გადავლა, Თან უმიზეზოდ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული