დავითაშვილმა, შესაძლოა, კარიერა ცენტრალურ აზიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
WebGirondins-ი წერს, რომ "ბორდო", შესაძლოა, გუნდის ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გადაჭრას რამდენიმე მოთამაშის გასხვისებით აპირებენ, მათ შორის, სიაში შესაძლოა, ჩვენებურიც იყოს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის დამატებით ორი გუნდი ინტერესდება. მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ იწერება, რომ ერთ-ერთი მათგანი ცენტრალური აზიის წარმომადგენელია.

ყველაფერი საბოლოოდ დავითაშვილის სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. ის ჟირონდელთა ხელმძღვანელობას შეხვდება და სამომავლო გეგმებზე
დაელაპარაკება.

ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში "ბორდოს" ფორმა 20 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

altზურიკომ შეუცვლელად ითამაშა - "ბორდომ" გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 43 /
Ღადაობთ,რა ცენტრალური აზია?
Რერო
12:30 24-01-2024
3
რამდენი არაადეკვატური და უსინდისო აკომენტარებს აქ. თქვენ ხართ სამსობლოს მტრები და მოღალატეები. კომბლე შენი თამადობით რა თქმა უნდა. ცნობისთვის არასრულფასოვნების კომპლექსს მკურნალობენ და შეგიძლია გამოჯანმრთელდე. შენი ნამდვილი ვინაობა რო ჩანდეს ესეთ სისულელეებს ხო აღარ დაწერდი არსად. მარა ეხლა კომბალს ეფარები და მაგიტო წერ ამდენ სიბინძურეს. სარკეში საკუთარ თავს რომ უყურებ არ გრცხვენია მაინც??
აკო
18:50 24-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული