ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქვილითაიამ და დვალმა გაიტანეს - "აპოელმა" ლიდერობა განიმტკიცა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში „აპოელმა“ გასვლაზე 4:0 დაამარცხა „ნეა სალამინა“ და ამ მატჩში თავი ქართველებმა გამოიჩინეს - გოლები გუნდის კაპიტანმა გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა გაიტანეს.

დვალმა 65-ე წუთამდე ითამაშა, ქვილითაიამ კი 81-ემდე. ლაშას ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 2 გოლია, ხოლო გიორგის - 5.

„აპოელი“ 48 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ აეკ-ს 6 ქულით უსწრებს და 30 იანვარს „კარმიოტისას“ უმასპინძლებს.

ლარნაკა. „ამოხოსტოსი“
ნეა სალამინა - აპოელი 0:4
გოლები: 0:1 ნდონგალა (33), 0:2 ქვილითაია (36), 0:3 დვალი (51), 0:4 მარკინიოსი (73)

-15JAN/2-kvilitaia.jpg" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title="ქვილითაიამ და დვალმა გაიტანეს - "აპოელმა" ლიდერობა განიმტკიცა" />2024 წლის პირველი ქართული გოლი - ქვილითაიამ "აპოელი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ