"ეს ყოველივე ძალიან ემოციური იყო" - როგორი რეაქცია ჰქონდა ოსიმენს "ვერონასთან" კვარაცხელიას გამარჯვების გოლზე

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ი წერს, რომ ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების გოლს "ვერონასთან" ძალიან ემოციურად შეხვდა.

როგორც იცით, ქართველმა 87-ე წუთზე ულამაზესი ბურთი შეაგდო და როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ნიგერიელი თავის თანაგუნდელებს ტელევიზორით ქომაგობდა.

ხვიჩას გოლის შემდეგ ვიქტორმა ცეკვა დაიწყო, როგორც ამას ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად აკეთებს ხოლმე.

შეხსენებისთვის, ოსიმენი აფრიკის თასზე იმყოფება და "ნაპოლის" ამის გამო ვერ ეხმაურება. მისი ნაკრები ნახევარფინალშია გასული, სადაც 7 თებერვალს სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხალხნო, რატომ ამაზეც ნეგატივი? ტიპს მეგობრის და გუნდის წარმატება გაუხარდა... მათ ხომ ბევრი გოლი ერთად გაიტანეს? ბატონო ჯუღელო, იქნებ, სამომავლოდ მაინც სიტყვები მოზომოთ... გამგები გაიგებს...
გიორგი 50
17:54 05-02-2024
6
ის დროა უკვე შალახოს ცეკვას სწავლობდეს. ხვიჩა კიდევ ბევრს ააცეკვებს მომავალში.))))
განდაგანა
16:20 05-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული