"ეს ყოველივე ძალიან ემოციური იყო" - როგორი რეაქცია ჰქონდა ოსიმენს "ვერონასთან" კვარაცხელიას გამარჯვების გოლზე

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ი წერს, რომ ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების გოლს "ვერონასთან" ძალიან ემოციურად შეხვდა.

როგორც იცით, ქართველმა 87-ე წუთზე ულამაზესი ბურთი შეაგდო და როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ნიგერიელი თავის თანაგუნდელებს ტელევიზორით ქომაგობდა.

ხვიჩას გოლის შემდეგ ვიქტორმა ცეკვა დაიწყო, როგორც ამას ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად აკეთებს ხოლმე.

შეხსენებისთვის, ოსიმენი აფრიკის თასზე იმყოფება და "ნაპოლის" ამის გამო ვერ ეხმაურება. მისი ნაკრები ნახევარფინალშია გასული, სადაც 7 თებერვალს სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
და საიდან მოიტანეთ ,რომ ვიღაც ნიგერიელს გაუხარდა კვარას გატანილი გოლი,ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება,და ნუ გვასულელებთ,გვეყოფა ისედაც არეული მსოფლიოს ცქერა, ვარდისფერი სათვალეებით....ოსიმენი არა იხვი .....
Vika
17:05 06-02-2024
22
კარგი ბიჭია ოსიმენი და ნეტა კვარას ყოველთვის ჰყავდნენ გვერდით ოსიმენისნაირი ფეხბურთელები და ადამიანები.
ლაშა
00:42 06-02-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული