ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გამოისყიდის თუ არა "ფროზინონე" კვერნაძეს? - კლუბის სპორტული დირექტორის განცხადება

AutoSharing Option
"ფროზინონეს" სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ პრესკონფერენციაზე გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა.

ანჯელოცის თქმით, "ფროზინონე" ახალგაზრდა შემტევს იმ შემთხვევაში გამოისყიდის, თუ გუნდი სერია A-დან არ გავარდება.

"იბრაჰიმოვიჩისა და კვერნაძის შენარჩუნება ნამდვილად გვსურს, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სერია A-ში ადგილს შევინარჩუნებთ", - განაცხადა ანჯელოციმ.

შეგახსენებთ, კვერნაძე "ფროზინონეში" გასულ ზაფხულს ბათუმის "დინამომ" გაანათხოვრა, 21 წლის გარემარბმა იტალიური გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში 5 მატჩი გამართა.

"ფროზინონე" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

alt"ფროზინონე" "ვერონას" ფრედ ეთამაშა - კვერნაძე სათადარიგო

იყო

alt"ფროზინონე" ისევ განადგურდა - კვერნაძე ისევ სათადარიგო იყო

alt"ფროზინონე" ვარდნას აგრძელებს - კვერნაძე არ ათამაშეს