ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ვინისიუსმა შემდეგ დუბლი შეასრულა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის - მან 3 დარტყმა მოიგერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მომენტი, როდესაც ბელინგემს არ გაატანინა. შეხვედრის დასასრულს მამარდაშვილმა ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, შემდეგ ბელინგემმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მანსანომ იქამდე თამაში დაასრულა. "სამეფო გუნდის" აღშფოთებული ფეხბურთელები არბიტრს მისცვივდნენ და მან ჯუდს წითელი ბარათი უჩვენა. საერთოდაც, ამ მატჩში ძალიან ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, whoscored 6.6, flashscore 6.6.
"ვალენსიას" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 9 მარტს "ხეტაფეს" უმასპინძლებს.
ვალენსია. "მესტალია"
ვალენსია - რეალი 2:2
გოლები: 1:0 დურო (27), 2:2 იარემჩუკი (30), 2:1 ვინისიუსი (45+5), 2:2 ვინისიუსი (76)
პირველიო გოლის დროს მამარდა რომ არ გამოსულიყო, ვერ დავადანაშაულებდით, მაგრამ გამოვიდა, შეცდა (რიკოშეტის მერე გავიდა, რიკოშეტს ვერ დავაბრალებთ) და შესაბამისად ჩავარდნილ დაცვის ხაზს შეეზიარა გაუმართლებელ ქმედებაში. გამოსვლებში ცალკე მწვრთნელს ვიქირავებდი მის შემთხვევაში და ბავშვობიდან სასწავლს ვისწავლიდი ხელთავიდან. ეს კომპონენტი თუ დახვეწა, ასაკიდან გამომდინარე, ყველა შანსი აქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდეს.
კარგად მოისმინე. საფინალო სასტვენის ვიდეო
https://youtu.be/66OBUAlP7uY?si=YIV0R4a-6M2MpxvS