"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში, "ბარსელონასთან" 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:
"სამწუხაროდ, ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით, რაც ასეთი კლასის მეტოქესთან დაუშვებელია. ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. მომენტებს ვქმნით, დაცვა კი გამოსასწორებელია.
ოსიმენზე არდანიშნული ნაღდი პენალტის ეპიზოდი ვნახე და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ერთხმად იმავეს ამბობენ იტალიური ტელევიზიების ექსპერტები. არ მესმის, ასეთი დონის ტურნირზე ესოდენ მნიშვნელოვან ეპიზოდს რატომ არ აქცევს Var-ი ყურადღებას. სწრაფად გადაწყვიტეს, რომ თამაშის წესების დარღვევას
ადგილი არ ჰქონდა. ამას შეხვედრის მიმდინარეობაზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა.
მოედანზე ჩემი ფეხბურთელები მიმოფანტული იყვნენ, რაც ძალიან არ მომწონს. რამდენჯერაც ბურთი დავკარგეთ, იმდენჯერ სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ. ამაზე მუშაობა და სასწრაფოდ გამოსწორება გვჭირდება. ოსიმენი ხშირად რჩებოდა თამაშგარეში, თუმცა ეს მისი ბრალი არ არის.
სერია A დაგვრჩა. ბევრი რთული მატჩი გველის. ამ ბიჭებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას უნდა ვეცადო. ისინი მონდომებულები არიან, პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით".
როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბარსელონასთან" მატჩში?
"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]